მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026
- 12 ოქტომბერი 2026
2026 წლის 12 ოქტომბერს, ქ. ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასპინძლობით მეცნიერების რეგიონული ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ობსერვატორიამ, რომელიც ფესტივალზე საკუთარი საგამოფენო სივრცით იყო წარმოდგენილი.
ობსერვატორიის საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ მზის ტელესკოპს, ასტრონომიის შესახებ საინფორმაციო მასალებსა და ტელესკოპის მაკეტს. ობსერვატორიის სტენდმა ახალგაზრდებში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.
ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ბატონმა ზვიად გაბისონიამ რეგიონის განათლებისა და მეცნიერების სფეროში მოღვაწე პირებს საპატიო სერტიფიკატები გადასცა. დაჯილდოვებულთა შორის იყო ობსერვატორიის გალაქტიკებისა და ვარსკვლავების განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი რევაზ ჭიღლაძე.
ობსერვატორიის ადმინისტრაცია ულოცავს ბატონ რევაზს ამ აღიარებას და წარმატებებს უსურვებს სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობაში.





