საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განთავსება
ისტორია
  • დამუშავებულ იქნა ვარსკვლავთ სიმკვრივეების გამოთვლის ეფექტური მეთოდი, რომელიც ცნობილია ლიტერატურაში, როგორც ვაშაკიძე-ოორტის მეთოდი.
  • .ვაშაკიძემ დაადგინა კიბორჩხალას ნისლეულის ფიზიკური ბუნება. დადასტურებული იქწნა, რომ ნისლეული ოპტიკურ უბანშიც ასხივებს არა სითბურ, არამედ სინქროტრონული მექანიზმით.
  • გამოცემულ იქნა გალაქტიკურ ბნელ ნისლეულთა ატლასი (ავტორი .ხავთასი).
  • . ხარაძემ და .ბართაიამ 70-სმ მენისკურ ტელესკოპზე გადაღებული სპექტრებისათვის დაამუშავეს სპექტრული კლასიფიკაციის აბასთუმნის სისტემა.
  • მთვარის ჩვენთვის უხილავ ნახევარსფეროზე ერთ-ერთ კრატერს 1970 წელს ეწოდა .ვაშაკიძის სახელი.
  • . კილაძემ მერკურის გარშემო შეამჩნია ატმოსფერო.
  • 1976 წლის 20 თებერვლიდან 1977 წლის 20 თებერვლამდე . სალუქვაძის ხელმძღვანელობით თანამედროვე მეთოდიკითა და ორიგინალური ინსტრუმენტით (ორსხივიანი ხელსაწყო) გამოკვლეულ იქნა მთა ყანობილის ასტროკლიმატი.
  • . სალუქვაძისა და შტერნბერგის სახელობის სახელმწიფო ასტრონომიული ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ პირველად იქნა გამოკვლეული მიკროკლიმატი ტელესკოპის გუმბათის შიგნით და რაოდენობრივად შეფასდა მისი გავლენა ვარსკვლავთ გამონა-სახის ხარისხზე.
  • ობსერვატორიაში მოხდენილი იქნა 200 000 მეტი მკრთალი ვარსკვლავის სპექტრული კლასიფიკაცია. Gგამოქვეყნებულია ვრცელი კატალოგები, რომლებიც შეიცავენ სპექტრულ და ნათობის კლასებს (.ხარაძე, .ბართაია, .ჩარგეიშვილი, .კალანდაძე, .მეტრეველი და სხვები).
  • . კილაძემ იწინასწარმეტყველა პლუტონის თანამგზავრის არსებობა.
  • . სალუქვაძემ დაამუშავა კრიტერიუმები ორმაგი და ჯერადი ვარსკვლავებიდან ტრაპეციის ტიპის ჯერადი სისტემების გამოვლენისათვის და ორმაგი ვარსკვლავების ინდექს-კატალოგის საფუძველზე შეადგინა ტრაპეციის ტიპის ჯერადი სისტემების პირველი სრული კატალოგი. დაკვირვებით მონაცემებზე დაყრდნობით . სალუქვაძემ დაადასტურა აკადემიკოს . ამბარცუმიანის თეორიული მოსაზრება ვარსკვლავთ ჯგუფური წარმოშობის შესახებ.
  • დანიელი მეცნიერის .ვესტის მიერ აღმოჩენილ მცირე ცთომილს 1247 მიენიჭა . ხარაძის სახელი.
  • გამოქვეყნდა `მთვარის პოლარიმეტრული ატლასი~ (ავტორები: . ჯაფიაშვილი და . კოროლი).
  • საკუთარი დაკვირვებითი მასალის და მსოფლიო ბაზებში არსებული დაკვირვებითი მონაცემების საფუძველზე . სალუქვაძემ შეისწავლა ტრაპეციის ტიპის ჯერადი სისტემების კინემატიკა. შედეგები ადასტურებენ, რომ ტრაპეციის ტიპის ჯერადი სისტემების დიდი ნაწილი წარმოადგენს არასტაბილურ ობიექტებს და მათი ასაკი არ აღემატება ათ მილიონ წელს. . სალუქვაძემ ვარსკვლავთ ასოციაციებში გამოავლინა 120 ტრაპეციის ტიპის ჯერადი სისტემა, რომელთა დიდი ნაწილი (80) ფიზიკურია.
  • ყირიმის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მეცნიერი თანამშრომლის . ჩერნიხის მიერ აღმოჩენილ მცირე ცთომილს (4737) 1996 წლის მაისში მიენიჭა . კილაძის სახელი.
  • . სალუქვაძემ და . ჯავახიშვილმა ექვსფეროვან ფოტომეტრიულ სისტემაში ელექტროფოტომეტრული დაკვირვებების შედეგად დაადგინეს, რომ ტრაპეციის ტიპის ჯერადი სისტემების დიდი უმრავლესობა, რომელთა მთავარი ვარსკვლავი OB-2 სპექტრული კლასისაა, წარმოადგენენ ფიზიკურ სისტემებს. კომპონენტების მასები რამდენჯერმე მეტია მზის მასაზე და მათი 70-ის ასაკი ნაკლებია ოთხ მილიონ წელზე. უკანასკნელი ადასტურებს, რომ აღნიშნული სისტემები ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა სისტემებია გალაქტიკაში.
  • აბასთუმნის ობსერვატორიაში მისი არსებობის მანძილზე მზის სრული დაბნელების დასაკვირვებლად 20-მდე სამეცნიერო ექსპედიცია მოაწყო დედამიწის ოთხი კონტინენტის სახელმწიფოებში, რისთვისაც სამეცნიერო ექსპედიციებს 3000 ათასამდე კილომეტრიც გავლა მოუხდათ. მიღებული იქნა მნიშვნელოვანი შედეგები მზის გვირგვინის სტრუქტურისა და ფიზიკური ბუნების შესახებ. (.ვაშაკიძე, .ხეცურიანი, .ყულიჯანიშვილი, .სალუქვაძე, .კილაძე,.ხუციშვილი,.გიგოლაშვილი, .ჯაფარიძე და სხვები).
  • ობსერვატორიის მეცნიერ თანამშრომელთა მიერ გამოქვეყნებულია 4000-ზე მეტი სამეცნიერო სტატია. გამოქვეყნებულია ობსერვატორიის შრომათა კრებულისაბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიეს ბიულეტენის” 77 ნომერი.
  • ობსერვატორიის თანამშრომელთა შრომები აღინიშნა სახელწიფო პრემიით (.კილაძე), .ბრედიხინის პრემიით (.ჯაფიაშვილი,.კოროლი), წყნარი ოკეანის ასტრონომიული საზოგადოების მედლითკომეტების აღმოჩენისათვის” (.თევზაძე), საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო პრემიით (.ლომინაძე, .ჩაგელიშვილი, .ჭანიშვილი და .როგავა).
ობსერვატორიის დაარსებიდან აღმოჩენილი იქნა ახალი ციური ობიექტები:
  • 1942 წელს .თევზაძემ აღმოაჩინა ორი ახალი კომეტა;
  • 1948 წელს .ბართაიამ აღმოაჩინა ახალი ვარსკვლავი;
  • 1958-1961 წწ. .აფრიამაშვილმა აღმოაჩინა სამი ახალი ვარსკვლავი;
  • 1967 წელს . ჭუაძემ აღმოაჩინა ზეახალი ვარსკვლავი;
  • 1971-1989 წლებში .ქიმერიძემ აღმოაჩინა ექვსი ზეახალი ვარსკვლავი;
  • 1980 წელს .ინასარიძემ აღმოაჩინა ზეახალი ვარსკვლავი;
  • 1980-1997 წლებში ,ქიმერიძემ და .ინასარიძემ აღმოაჩინეს ორი ახალი და ერთი განმეორებადი ახალი.
გამოვლენილი იქნა: ახალი პლანეტური ნისლეულები; ვოლფ-რაიეს ტიპის ვარსკვლავები; პეკულარული ნახშირბადოვანი ვარსკვლავები; ანთებადი ვარსკვლავები და ვარსკვლავთ სისტემები.