ოთარ კვარაცხელიას იუბილე
- 27 სექტემბერი 2026
27 სექტემბერს ჩვენს ძვირფას კოლეგას, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორს, ობსერვატორიის საგანმანათლებლო, საკონსულტაციო და მეცნიერების პოპულარიზაციის სამსახურის უფროსს, ბატონ ოთარ კვარაცხელიას 80 წელი შეუსრულდა.
ბატონი ოთარი მრავალი ათწლეულის განმავლობაში ემსახურება ასტრონომიას. მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს მზის სისტემის სხეულების პოლარიმეტრიულ კვლევას, მთვარის ზედაპირის მრავალპარამეტრულ შესწავლას, ასტეროიდებზე დაკვირვებასა და მათი ფიზიკური მახასიათებლების განსაზღვრას.
1971 წელს ოთარ კვარაცხელიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასტრონომიის სპეციალობით. 1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 2006 წელს - სადოქტორო დისერტაცია, რომელიც მთვარის ზედაპირის ოპტიკურ რაიონირებასა და სპექტროპოლარიმეტრულ რუკებს მიეძღვნა.
1974 წლიდან, ბატონი ოთარი, ობსერვატორიაში სხვადასხვა სამეცნიერო თანამდებობებზე საქმიანობს, ის იყო დაწესებულების დირექტორის მოადგილე, ხოლო 2020 წლიდან ობსერვატორიის საგანმანათლებლო, საკონსულტაციო და მეცნიერების პოპულარიზაციის სამსახურს ხელმძღვანელობს.
დღესაც, გასაოცარი ენერგიითა და ახალგაზრდული შემართებით, ბატონი ოთარი, აქტიურად განაგრძობს სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობას - ეწევა მეცნიერების პოპულარიზაციას, მასპინძლობს ასტროტურზე მოსულ ვიზიტორებს და მონაწილეობს ობსერვატორიის ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიებისა და ინიციატივის განხორციელებაში.
ობსერვატორია ულოცავს, ბატონ ოთარს, ამ ღირსშესანიშნავ თარიღს, გულითადად უსურვებს ჯანმრთელობას, შემოქმედებით ენერგიასა და ახალ სამეცნიერო წარმატებებს! მისი მრავალწლიანი შრომა, პროფესიონალიზმი და ასტრონომიისადმი ერთგულება არის მაგალითი და შთაგონება მომავალი თაობებისთვის.





