მიმდინარეობს საიტის განახლება

Astronomy & Astrophysics-ის ჯილდოები ახალგაზრდა მკვლევარებისთვის

Astronomy & Astrophysics-ის ჯილდოები ახალგაზრდა მკვლევარებისთვის

ჟურნალი „Astronomy & Astrophysics“ აცხადებს კონკურსს კარიერის ადრეულ ეტაპზე მყოფი მკვლევრებისთვის რამდენიმე მიმართულებით. ჯილდოები გაიცემა ჟურნალში გამოქვეყნებული გამორჩეული სამეცნიერო ნაშრომებისთვის ნიჭიერი ახალგაზრდა მეცნიერების წვლილის აღიარებისა და შემდგომი სამეცნიერო საქმიანობის წასახალისებლად. ეს მიმართულებებია:

1. ჯილდო კარიერის საწყის ეტაპზე მყოფი მკვლევრის გამორჩეული პუბლიკაციისთვის

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • სადოქტორო ხარისხის მინიჭების პერიოდი: 2020 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;

  • პუბლიკაციის პერიოდი: 2022 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 დეკემბრამდე;

  • კანდიდატი უნდა იყოს „Astronomy & Astrophysics“-ში გამოქვეყნებული საკონკურსო სტატიის წამყვანი ავტორი.

2. ჯილდო სადოქტორო კვლევის საფუძველზე მომზადებული გამორჩეული სტატიისთვის

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • სადოქტორო ხარისხის მინიჭების პერიოდი: 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 დეკემბრამდე;

  • კანდიდატი უნდა იყოს სადოქტორო კვლევის ფარგლებში მომზადებული და „Astronomy & Astrophysics“-ში გამოქვეყნებული საკონკურსო სტატიის წამყვანი ავტორი.

თითოეულ გამარჯვებულს გადაეცემა სერტიფიკატი და ფულადი ჯილდო 2 000 ევროს ოდენობით.

დაჯილდოების ცერემონია გაიმართება ევროპის ასტრონომიული საზოგადოების ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში. შეხვედრა 2027 წლის 21–25 ივნისს ავსტრიის რესპუბლიკის დედაქალაქ ვენაში ჩატარდება. გამარჯვებულებს დაუფინანსდებათ შეხვედრაზე რეგისტრაციის, მგზავრობისა და განთავსების ხარჯები.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 1 დეკემბერი.

დამატებითი ინფორმაცია და განაცხადის ფორმა იხილეთ შემდეგ ბმულზე: Astronomy & Astrophysics Awards 2027