საპატიო სიგელები ობსერვატორიის დამსახურებულ თანამშრომლებს
- 3 ნოემბერი 2026
მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს, აკადემიკოს ევგენი ხარაძის მემორიალურ სხდომაზე, ასტრონომიისა და ასტროფიზიკის განვითარებაში გაწეული ღვაწლისა და ობსერვატორიაში მრავალწლიანი ერთგული სამსახურისთვის დაჯილდოვდნენ ობსერვატორიის დამსახურებული თანამშრომლები. დაჯილდოვებული თანამშრომლები არიან:
ობსერვატორიის სამეცნიერო ინფრასტრუქტურის ტექნიკური უზრუნველყოფის და განვითარების სამსახურის მთავარი ტექნიკოსი, ბატონი ანდრანიკ ამბარცუმიანი - ობსერვატორიაში 60 წლიანი ღვაწლის აღსანიშნავად და ობსერვატორიის თეორიული ასტროფიზიკისა და კოსმოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ბატონი გიორგი მელიქიძე - ობსერვატორიაში 50 წლიანი ღვაწლის აღსანიშნავად.
დაჯილდოვებულ პირებს გადაეცათ საპატიო სიგელები და ერთჯერადი ფულადი ჯილდოები.
ობსერვატორიის ადმინისტრაცია ულოცავს ბატონ ანდრანიკსა და ბატონ გიორგის ამ ღირსშესანიშნავ თარიღებს, მადლობას უხდის მრავალწლიანი ერთგული სამსახურისთვის და უსურვებს ჯანმრთელობას, მხნეობასა და წარმატებებით სავსე წლებს!





