მიმდინარეობს საიტის განახლება

კონკურსი: აკად. ევგენი ხარაძის სახელობის ახალგაზრდა მეცნიერის ჯილდო ასტრონომიასა და ასტროფიზიკაში 2026

კონკურსი: აკად. ევგენი ხარაძის სახელობის ახალგაზრდა მეცნიერის ჯილდო ასტრონომიასა და ასტროფიზიკაში 2026

სსიპ - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია აცხადებს კონკურსს „აკად. ევგენი ხარაძის სახელობის ახალგაზრდა მეცნიერის ჯილდო ასტრონომიასა და ასტროფიზიკაში“.

ჯილდო შეიძლება მიენიჭოს ახალგაზრდა მეცნიერს, თუ:

  • არის ასტრონომიაში ან/და ასტროფიზიკაში საკონკურსოდ წარმოდგენილი მნიშვნელოვანი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი/თანაავტორი;
  • მისი ასაკი, საკონკურსო განცხადების წარდგენის დღის მდგომარეობით, არ აღემატება 40 წელს;
  • არის საქართველოს მოქალაქე.

საკონკურსოდ წარმოდგენილი სამეცნიერო პუბლიკაცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • შესრულებული იყოს საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ან/და უმაღლეს საგანმანმანათლებლო დაწესებულებაში;
  • გამოქვეყნებული იყოს საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემაში ან/და განცხადების წარმოდგენის დღის მდგომარეობით შესაბამისი გამოცემის მიერ დადასტურებული იყოს პუბლიკაციის გამოსაქვეყნებლად მიღება („accepted for publication“);
  • არ უნდა იყო წარდგენილი ობსერვატორიის მიერ ჯილდოს მოსაპოვებლად გამოცხადებულ სხვა კონკურსში;
  • გამოქვეყნებული იყოს პერიოდში: 31.10.2025 წ. – 20.10.2026 წ.

განცხადების მიღების პერიოდი: 21– 22 ოქტომბერი (17:00 სთ-მდე), 2026 წ.

განცხადების მიღების ფორმა: ელექტრონულად, ელ-ფოსტაზე: info@abao.ge.

ფულადი ჯილდოს ოდენობა: 2 000 ლარი (ჩარიცხული)

დაჯილდოვების თარიღი: 30 ოქტომბერი, 2026 წელი.

კონკურსში მონაწილეობისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია:

  1. განცხადება;
  2. პუბლიკაცია (ელექტრონული ფორმით, ორიგინალი რედაქციით);
  3. საკონკურსოდ წარდგენილი პუბლიკაციის მოკლე აღწერა-დახასიათება იმ განსაკუთრებული სამეცნიერო მნიშვნელობის/ღირებულების მითითებით, რის გამოც დაინტერესებული პირი თვლის, რომ გამოკვეთილია მისი დაჯილდოვების საფუძველი;
  4. დაინტერესებული პირის ბიოგრაფია (CV);
  5. პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
  6. თანაავტორ(ებ)ის წერილობითი თანხმობა/მხარდაჭერა მასზედ, რომ დაინტერესებულმა პირმა ჯილდოს მოსაპოვებლად წარადგინოს საკონკურსო განცხადება ჯილდოს მოსაპოვებლად და გამარჯვების შემთხვევაში იყოს დაჯილდოებული (თანაავტორობით შესრულებული პუბლიკაციის საკონკურსოდ წარდგენის შემთხვევაში);
  7. ანგარიშის ნომერი, გახსნილი საქართველოს ნებისმიერ ბანკში.