მიმდინარეობს საიტის განახლება

წინანდლის პრემია 2024

ა(ა)იპ - ზურაბ ჟვანიას ფონდი აცხადებს კონკურსს 2024 წლის „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად, რომლის ერთ-ერთ ნომინაციას წარმოადგენს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

პრემია ენიჭებათ 18-30 წლის პირებს.

გამარჯვებულის პრიზია 4 000 ლარი.

ლაურეატები დაჯილდოვდებიან დიპლომებით, სხვადასხვა პრიზებითა და ფულადი პრემიებით.

საკონკურსო განცხადების მიღების წესი:

განცხადების მიღება: 2024 წლის 7 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით.

განცხადების მიღების ფორმა:

ა) მატერიალურად, შემდეგ მისამართზე: ზურაბ ჟვანიას ფონდი, ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. N18, ბ-25;

ბ) ელექტრონულად, შემდეგ ელ-ფოსტაზე: tsinandlispremia@yahoo.com.

„წინანდლის პრემიის" დებულება, დეტალური ინფორმაცია და საკონკურსო აპლიკაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე:

http://www.zurabzhvania.ge/winandlis%20premia.html

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ-ფოსტა: tsinandlispremia@yahoo.com

მობ.: (+995) 593 98 33 63

ვებ.: www.zurabzhvania.ge