საჯარო ლექცია: სტოქასტური გრავიტაციული ტალღების ფონის ანიზოტროპიები
- 13 მარტი 2026
მიმდინარე წლის 19 მარტს, 17:00 საათზე ტარდება საჯარო ლექციას თემაზე „სტოქასტური გრავიტაციული ტალღების ფონის ანიზოტროპიები: ადრეული სამყაროს ფიზიკის შესწავლა“. ლექციას წაიკითხავს კარნეგი მელონის უნივერსიტეტის (პიცბურგი, აშშ) დოქტორანტი მურმან გურგენიძე.
ლექციის ფორმატი: ონლაინ
ლექციის ბმული: Microsoft Teams | Meetup-Join
საჯარო ლექციების სერიას აფინანსებს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
გამოსახულების ავტორი: Aurore Simonnet / NANOGrav / nanograv.org / CC BY 4.0
ლექციის ანოტაცია:
გრავიტაციული ტალღები გვაწვდიან სხვა დაკვირვებებით მიუწვდომელ ინფორმაციას ადრეული სამყაროს შესახებ. PTA კოლაბორაციების მიერ აღმოჩენილი გრავიტაციული ტალღების სტოქასტური ფონი (SGWB) წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას ფაზური გადასვლების, კოსმიური სიმებისა და ინფლაციური დინამიკის შესასწავლად, თუმცა სიგნალის სრული სურათის აღსადგენად მონოპოლური სპექტრი საკმარისი არ არის. ფონის კუთხური სტრუქტურა წარმოადგენს ინფორმაციის დამოუკიდებელ და დამატებით წყაროს, რომელიც შეიცავს მონოპოლში დაკარგულ შინაარსს. ანიზოტროპიების ანალიზი აუცილებელია სიგნალის წარმომავლობის სრულყოფილად გასაგებად და სხვადასხვა წყაროს ამოსაცნობად.





