ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი ობსერვატორიაში
- 9 ივლისი 2026
2026 წლის 1 ივლისს ობსერვატორიამ დაბა აბასთუმანში, მთა ყანობილზე, უმასპინძლა საუნივერსიტეტო დელეგაციას თურქეთის რესპუბლიკიდან.
ობსერვატორიას ეწვივნენ თურქეთის ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ჰუსნუ კაფუ, აკადემიური პერსონალი და მათი კოლეგები საქართველოდან, კერძოდ, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ვახტანგ თაქთაქიძე და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ბატონი გივი ბუცხრიკიძე.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს ობსერვატორიის დაკვირვებითი ინფრასტრუქტურა და გაეცნენ მიმდინარე სამეცნიერო პროექტებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო პროგრამების მჭიდრო ინტეგრაციის მნიშვნელობას. მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და ძირითადი მიმართულებები.





