ასტრონომიის მასწავლებელთა მომზადების ტრენინგ-კურსი 2026
- 27 აგვისტო 2026
სსიპ - ევგენი ხარაძის საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია აცხადებს რეგისტრაციას ასტროფიზიკის ორ დღიან ტრენინგ-კურსზე, რომელიც გაიმართება 2026 წლის 11–12 სექტემბერს საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის (IAU) და ასტრონომიის სასკოლო სწავლების ქსელის (NASE – Network for Astronomy School Education) თანამშრომლობით.
თემა: „როგორ ვასწავლოთ ასტრონომია სკოლაში"
ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. #47/57, მე-5 სართული (სსიპ - ევგენი ხარაძის საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის ოფისი)
მონაწილეები: ტრენინგ-კურსში მონაწილეობა შეუძლიათ ასტრონომიით დაინტერესებულ სკოლის მასწავლებლებს.
ფორმატი: შეხვედრა მოიცავს ლექციებსა და პრაქტიკულ სამუშაოებს, რომლებსაც გაუძღვებიან ქართველი მეცნიერები. ტრენინგ-კურსის მონაწილეები გაეცნობიან სწავლების მეთოდებსა და მასალებს, რომლებიც მომზადებულია ასტრონომიის საერთაშორისო კავშირის (IAU) მიერ.
სერტიფიკატი: ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის (IAU) და NASE-ს ინგლისურენოვან სერტიფიკატებს.
რეგისტრაცია: ტრენინგ-კურსით დაინტერესებულმა პირებს, გთხოვთ, დადგენილ ვადაში შეავსოთ ონლაინ განაცხადის ფორმა შემდეგ ბმულზე:
https://forms.gle/CjMkoxFhM1M1wpsHA
განაცხადების მიღების ვადა: რეგისტრაცია დაიწყება 2026 წლის 31 აგვისტოს და დასრულდება 6 სექტემბერს (22:00 სთ.).
მნიშვნელოვანი შენიშვნა: ტრენინგ-კურსში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
სამუშაო ენა: ქართული
ტრენინგ-კურსის პროგრამა: იხილეთ აქ.
ტრენინგ-კურსის განრიგი: იხილეთ აქ.
საკონტაქტო პირი: ნათია ცაბაძე, ელ-ფოსტა: natia.tsabadze.1@iliauni.edu.ge





