ასტრომოყვარულთა კლუბის VII შეხვედრა
- 19 დეკემბერი 2025
ა.წ. 17 დეკემბერს, ასტრომოყვარულთა სტუდიის ფარგლებში, ობსერვატორიის თბილისის ოფისში გაიმართა რიგით VII შეხვედრა თბილისის სკოლის მოსწავლეების, სტუდენტებისა და მასწავლებლების მონაწილეობით.
შეხვედრას უძღვებოდნენ ობსერვატორიის გამოცდილი ასტრონომები, რომლებმაც დამსწრეებს გააცნეს თემები: ციური ობიექტების ხილვადობა და ვარსკვლავიერი სიდიდეები.
მომავალი შეხვედრა დაიგეგმა ა.წ. 24 დეკემბერს, რა დროსაც ახალგაზრდები გაეცნობიან ტელესკოპების კონსტრუირების საკითხებს.
მსგავსი შეხვედრების მიზანია ახალგაზრდებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ კვლევითი ინტერესის გაღვივება და ახლის შემეცნებისა და განვითარების მოტივაციის ზრდა.





