სასტიპენდიო პროგრამა: Stipendium Hungaricum 2026-2027
- 21 ნოემბერი 2025
სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი აცხადებს საგრანტო კონკურსს „Stipendium Hungaricum 2026-2027”. სტიპენდია გაიცემა საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის 2023 წლის შეთანხმების საფუძველზე, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად ფინანსდება საქართველოს 80-მდე მოქალაქე.
სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, უნგრეთის მთავრობა აფინანსებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების აკადემიური პროგრამებს, სემესტრული გაცვლით და სასერტიფიკატო კურსებს.
მიმდინარე წელს შემოთავაზებული სადოქტორო საფეხურის გაცვილითი პროგრამები ასტრონომიის, ასტროფიზიკისა და კოსმოსის შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით მოიცავს შემდეგ შესაძლებლობებს:
მიმართულება: ფიზიკა, ასტროფიზიკა, ასტრონომია
უნივერსიტეტი: University of Szeged, სზეგედი, უნგრეთი
დამატებითი ინფორმაცია პროგრამაზე:
მიმართულება: ასტრონომია; კოსმოსის შემსწავლელი მეცნიერებები;
უნივერსიტეტი: Eötvös Loránd University , ბუდაპეშტი, უნგრეთი
დამატებითი ინფორმაცია პროგრამაზე:
დეტალური ინფომაცია სასტიპენდიო პროგრამებზე განაცხადის შევსების წესებთან დაკავშირებით იხილეთ ბლუმზე: Stipendium Hungaricum 2026-2027





