მიმდინარეობს საიტის განახლება

ჩატარდა ასტრომოყვარულთა სტუდიის მორიგი შეხვედრა

ჩატარდა ასტრომოყვარულთა სტუდიის მორიგი შეხვედრა

ა.წ. 19 ნოემბერს, ასტრომოყვარულთა სტუდიის ფარგლებში, ობსერვატორიის თბილისის ოფისის სააქტო დარბაზში გაიმართა მორიგი ყოველკვირეული შეხვედრა თბილისის სკოლის მოსწავლეების, სტუდენტებისა და მასწავლებლების მონაწილეობით.

შეხვედრას უძღვებოდნენ ობსერვატორიის გამოცდილი ასტრონომები, რომლებმაც დამსწრეებს გააცნეს შემდეგი თემები:

  • ასტრონომიის საფუძვლები;

  • თანამედროვე ასტრონომიული ხელსაწყოები;

  • კვლევის თანამედროვე მეთოდები.

ახლო მომავალში სტუდია გეგმავს თემატური სექციების დიფერენცირებას ასაკისა და ინტერესების მიხედვით, რაც მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას მიიღონ უფრო მიზანმიმართული, მათ საჭიროებებზე მორგებული და შინაარსობრივად გამდიდრებული ინფორმაცია.