საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განთავსება

ვიზიტორთა მიღება ობსერვატორიაში

2022 წლის 1 მაისიდან, სსიპ-საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია განაახლებს ვიზიტორთა მიღებას, აბასთუმანში, მთა ყანობილზე.
ვიზიტორების მიღება მოხდება ჯგუფებად - არანაკლებ 5 და არაუმეტეს 25 ვიზიტორისა.

ვიზიტორების მიღების განრიგი
ყოველდღიურად

დღის საათები: 11:00 საათიდან 19:00 საათამდე;
შესვენება: 19:00 სთ-დან - 21:00 სთ-მდე.
ღამის საათები: 21:00 საათიდან 2:00 საათამდე.
ვიზიტორებს, ლექცია-საუბრებისა და ობსერვატორიის ტერიტორიაზე ყოფნის განმავლობაში, მეგზურობას გაუწევს პროფესიონალი ასტრონომი.
ჯგუფის ვიზიტის ხანგრძლივობა - დაახლოებით - ერთი საათი.
ვიზიტორებმა, ობსერვატორიის ტერიტორია უნდა დატოვონ (არაუგვიანეს) ღამის 03:00 საათამდე.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილეთ აქ: https://bit.ly/37TT0BP