საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განთავსება

ტელესკოპის კორექტირების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სსიპ -საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ობსერვატორიის აქტიური საკონსულტაციო ჩართულობით დასრულდა თსუ-ს II კორპუსში განთავსებული ტელესკოპის კორექტირება. ობსერვატორიის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ჩვენს თანამშრომელს, ბატონ გიორგი ქურხულს პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის.