მიმდინარეობს საიტის განახლება

სტუდენტების გაცნობითი პრაქტიკა ობსერვატორიაში

სტუდენტების გაცნობითი პრაქტიკა ობსერვატორიაში

2026 წლის 13–17 ივნისს, სსიპ – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის ფარგლებში, მასპინძლობდა სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის „ფიზიკა-ასტრონომიის“ მიმართულების სტუდენტებს, რომლებმაც მთა ყანობილზე გაიარეს გაცნობითი პრაქტიკის კომპონენტი.

პრაქტიკის განმავლობაში სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა ადგილზე გაცნობოდნენ ობსერვატორიის დაკვირვებით ინფრასტრუქტურას, მათ შორის:

  • 40 სმ რეფრაქტორს,
  • 70 სმ მენისკურ ტელესკოპს,
  • 150 სმ ტელესკოპს ASA150,
  • ატმოსფერული მონიტორინგის სისტემას.

გაცნობითი პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების გადაცემას ასტრონომიის დაკვირვებითი ტექნიკისა და კვლევითი საქმიანობის მიმართულებით.