საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განთავსება

საუბრები ასტრონომიაზე

საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნულმა ასტროფიზიკურმა ობსერვატორიამ თბილისის ოფისში დაიწყო ასტრონომიით დაინტერესებულ მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის ყოველკვირეული ლექცია-სემინარები „საუბრები ასტრონომიაზე“.

პირველი შეხვედრა ჩატარდა ა.წ. 1 მარტს, რომელსაც სკოლის მოსწავლეების გარდა ესწრებოდნენ, სკოლის მასწავლებლები და მშობლები.

შეკრებილებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ობსერვატორიის დირექტორმა ბატონმა რევაზ ჭანიშვილმა. მან აღნიშნა, რომ ეს წამოწყება ობსერვატორიის ინიციატივა არის, მაგრამ განხორციელებაში თანაბარი წვლილი უნდა შეიტანონ, როგორც ობსერვატორიის მეცნიერებმა ისე პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა.

ასტრონომმა, ბატონმა გიორგი ქურხულმა შეკრებილებს გააცნო პროექტის მიზნები და პერსპექტივები.

სალექციო პრეზენტაციის მომხსენებლები გახლდათ ასტრონომები, ბატონი სერგი კაპანაძე და ბატონი გიორგი ჯავახიშვილი, რომლებმაც ისაუბრეს თემებზე „ადამიანი და სამყარო“ და „მრავალდიაპაზონიანი სამყარო“.

მოხდა მომავალი შეხვედრების მსურველთა რეგისტრაცია. მომავალი არდადეგების გათვალისწინებით შემდეგი შეხვედრა დაინიშნა ა.წ. 15 მარტს (ოთხშაბათი) 16 სთ-ზე.