საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განთავსება

სამწუხარო ინფორმაცია

გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ასტრონომის მიხეილ ვაშაკიძის შვილი თენგიზ ვაშაკიძე.

ასტრონომიის სპეციალობით ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1966-72 წლებში, ბატონი თენგიზი იყო აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიის თანამშრომელი. 1972 წ. საცხოვრებლად გადავიდა ლენინგრადში და მრავალი წელი მუშაობდა ლენინგრადის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტში.

ობსერვატორიის თანამშრომლები მწუხარებას გამოხატავენ ბატონი თენგიზის გარდაცვალების გამო.