როსტომ ლომაძის ნეკროლოგი
- 1 აპრილი 2026
გარდაიცვალა ობსერვატორიის ყოფილი თანამშრომელი, ბატონი როსტომ ლომაძე.
როსტომ ლომაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, 1972 წელს მუშაობა დაიწყო აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში. იგი იყო თეორიული ასტროფიზიკის განყოფილების ერთ-ერთი პირველი თანამშრომელი.
1978 წელს ბატონმა როსტომმა დაიცვა დისერტაცია თემაზე „ტურბულენტურ პლაზმაში გამოსხივების არაწრფივი ტრანსფორმაციისა და კოსმოსური რადიოგამოსხივების ფორმირების თეორიის ზოგიერთი ამოცანები“.
1978-2008 წლებში ბატონი როსტომი აქტიურად მონაწილეობდა ობსერვატორიაში განხორციელებულ სამეცნიერო და საორგანიზაციო საქმიანობაში. იგი გამოირჩეოდა მაღალი ერუდიციით, პუნქტუალობითა და პასუხისმგებლობით, რის გამოც კოლეგების განსაკუთრებული პატივისცემითა და ნდობით სარგებლობდა.
სიცოცხლის ბოლო წლები ბატონმა როსტომმა თავი მიუძღვნა ლიტერატურულ და ისტორიულ-პუბლიცისტურ საქმიანობას, რითაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თავისი მრავალმხრივი ნიჭი და შემოქმედებითი ენერგია.
ობსერვატორიის კოლექტივი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ძვირფასი მეგობრისა და კოლეგის გარდაცვალების გამო. მისი სახელი და ღვაწლი სამუდამოდ დარჩება ჩვენი კვლევითი ინსტიტუტის ისტორიაში.





