საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განთავსება

ობსერვატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები

ობსერვატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები

  • მოეწყო ასტროკლიმატის და ცის განათების მონიტორინგის სისტემა, შეძენილ იქნა შესაბამისი მოწყობილობები (2022-2023 წწ)
  • აღდგენილია ობსერვატორიის ბიბლიოთეკა, რომელიც განთავსდა ზედა ატმოსფერული კვლევების შენობაში. მიმდინარეობს მისი შევსება ობსერვატორიის თბილისის ბიბლიოთეკის წიგნებით და ჟურნალებით. (2022-2023 წწ).
  • ზედა ატრმოსფერული კვლევების შენობაში, ასევე, მოეწყო ე.წ. მინის ბიბლიოთეკის საცავი. დაკვირვებითი მასალის გაციფროვნებისთვის შეძენილია სპეციალური სკანერები (2022-2023 წწ).
  • მიმდინარეობს ყოფილი სასადილოს შენობის რეაბილიტაცია, სადაც განთავსდება სამეცნიერო ტურიზმის ცენტრი. შენობაში იქნება სივრცეები სხვადასხვა ღონისძიებების, პრეზენტაციების და სამუშაო შეხვედრების ჩასატარებლად.
  • აზტ-11-ის შენობაში ძველი ტელესკოპი და გუმბათი იცვლება ახალი, ავსტრიული ფირმის (ASA) მიერ დამზადებული 1.5 მეტრიანი ტელესკოპით და იტალიური წარმოების გუმბათით. რეაბილიტაცია უტარდება გუმბათის ქვეშ არსებულ სივრცეს (2023).
  • ობსერვატორიის ტერიტორიაზე მოეწყო გაზმომარაგების ქსელი - გაზგაყვანილობის მილები მიყვანილია ორ შენობასთან (2023 წ).
  • გარემონტდა ობსერვატორიის პატარა სასტუმრო. მიმდინარეობს სასტუმროს მიერთება გაზმომარაგების ქსელთან (2022-2023).
  • შეკეთდა და მუშა მდგომარეობაშია ფოტოსფერულ-ქრომოსფერული ტელესკოპის გუმბათი (2021)
  • ობსერვატორიის ტერიტორიაზე გადმოტანილ იქნა ე.წ. გლაზენაპის კოშკი, რომელიც შეემატება ობსერვატორიის საექსკურსიო სივრცეს (2022 წ).
  • დაწყებულია ობსერვატორიის პერიმეტრზე ღობის და ახალი ჭიშკრის მოწყობის სამუშაოები (2022-2023 წწ).