მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღის აღნიშვნა
- 17 თებერვალი 2025
ა.წ. 11 თებერვალს საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის თბილისის ოფისში, გაიმართა მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა. ღონისძიებას ვიდეო-კავშირით ასევე ესწრებოდნენ ობსერვატორიის თანამშრომლები მთა ყანობილზე. ქალბატონმა ქეთევან ჩარგეიშვილმა გააკეთა მოხსენება ქალ თანამშრომელთა როლზე და წვლილზე ობსერვატორიის განვითარებაში, წარმოდგენილ იქნა შესაბამისი ფოტო გალერეა.
ქალ თანამშრომლებზე მოგონებებით გამოვიდნენ ობსერვატორიის თანამშრომლები რევაზ ჭიღლაძე, ელდარ ხუციშვილი, გოგი ქურხული. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ქალბატონ ნარგიზ საბაშვილს გადაეცა დიპლომი ობსერვატორიაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის.