საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განთავსება

მემორანდუმი საქართველოს უნივერსიტეტთან

მემორანდუმი საქართველოს უნივერსიტეტთან

2021 წლის 30 სექტემბერს ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს სსიპ-საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიასა და საქართველოს უნივერსიტეტს შორის.

საუნივერსიტეტო და სამეცნიერო ცხოვრების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ობსერვატორია და უნივერსიტეტი ერთობლივად განახორციელებენ სამეცნიერო კვლევებს, სტუდენტური პროგრამების, საერთაშორისო სემინარების და კონფერენციების ორგანიზებას.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ობსერვატორიის დირექტორმა რევაზ ჭანიშვილმა და საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა კონსტანტინე თოფურიამ.