საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განთავსება

მემორანდუმი

2023 წლის 31 მარტს, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სსიპ საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიასა და სსიპ – ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლას შორის.

მემორანდუმის ფარგლებში ობსერვატორია და სკოლა წაახალისებენ ურთიერთობათა განვითარებას ზოგადი განათლებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის სფეროში და განახორციელებენ თანამშრომლობას ორმხრივი ინტერესების ფარგლებში.