საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განთავსება

მე-4 სემინარი

2023 წლის 2 ოქტომბერს (ორშაბათი), სსიპ - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში (თბილისი), 17:30-ზე გაიმართება მე-4 სემინარი თემაზე: „ცენტრიდანულად აღძრული შვინგერის მექანიზმი აქტიური გალაქტიკური ბითვების მაგნიტოსფეროებში”. მომხსენებელი გახლავთ ობსერვატორიის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ბ-ნი ზაზა ოსმანოვი.

მოხსენებაში განხილული იქნება მაგნიტო-ცენტრიდანული მექანიზმით გამოწვეული შვინგერის მექანიზმის აღძვრის შესაძლებლობა. ნაჩვენებია, რომ წყვილების დაბადების ტემპი შესაძლოა ძალიან მაღალი იყოს. ანიჰილაციის შედეგად წარმოებული მევ ენერგიის გამოსხივების ნათებადობა შეიძლება რამდენიმე რიგითაც აჭარბებდეს კონკრეტული აქტიური გალაქტიკური ბირთვის მაღალენერგეტიკული გამოსხივების ნათებადობას, რაც ახალი ფანჯარაა ამ ობიექტების კვლევის საკითხებში.

დასწრება, ასევე, შესაძლებელი იქნება ონლაინ, პლატფორმა „Skype“-ის საშუალებით.