საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განთავსება

ბატონი როლან კილაძის იუბილე

2021 წლის 24 სექტემბერს ბატონ როლან კილაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა.

ბატონი როლანი გახლდათ,ქართველი ასტრონომი,ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

2001-2006 წლებში გახლდათ საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი.

საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა პლანეტა პლუტონის ერთ-ერთ კრატერს მიანიჭა როლან კილაძის სახელი, იგი გახლდათ სხვადასხვა დროის მრავალი ჯილდოს მფლობელი.

1955 წლიდან მუშაობდა აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში.

1964 წლიდან იგი იყო, საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის,1982 წლიდან კი ევროპული ასტრონომიული საზოგადოების წევრი.

წლების განმავლობაში გახლდათ საქართველოს კოსმონავტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და საქართველოს ასტრონომიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი.

ბატონ როლანს გამოცემული აქვს ასეულობით მონოგრაფია და სამეცნიერო სტატია ასტრონომიის მიმართულებით.

სსიპ-საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის ადმინისტრაცია პატივისცემით იხსენებს ბატონი როლანის მოღვაწეობას და სიამაყით აღნიშნავს მას.