საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განთავსება

ასტრონომიის დღის აღნიშვნა ობსერვატორიაში

ასტრონომიის დღის აღნიშვნა ობსერვატორიაში

2022 წლის 10 მაისს აბასთუმანში, მთა ყანობილზე, გაგარძელდა აქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის თბილისის ოფისში 7 მაისს დაწყებული ობსერვატორიის 90 წლის იუბილის და ასტრონომიის საერთაშორისო დღის აღნიშვნა. საზეიმო ღონისძიებები განხორციელდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და დაფინანსებით "მეცნიერების პოპულარიზააცის პროგრამის" ფარგლებში.

ობსერვატორიის და მისი პარტნიორი ორგანიზაციების:

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის - თანამშრომლებმა სტუმრებს წარუდგინეს მოხსენებები, დემონსტრაციები და პოსტერები ასტროფიზიკისა და მომიჯნავე დარგების თემატიკით. ღონისძიებაში ასევე აქტიურად მონაწილეობდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან არსებული STEAM კლუბი "ჩხირკედელა" და კომპანია „ასტრომანი".

ღონისძიებას ესწრებოდა ასამდე მოსწავლე და მასწავლებლები ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის ნინოწმინდის და აბასთუმნის სკოლებიდან, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები.

ღონისძიების მონაწილეებს და სტუმრებს სიტყვით მიმართეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქალბატონმა ნუნუ მიცკევიჩმა, ახალციხის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა, ადიგენის მერმა გოჩა ქიმაძემ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალეკო თევზაძემ, ობსერვატორიის დირექტორმა რევაზ ჭანიშვილმა.