მიმდინარეობს საიტის განახლება

ახალი ტელესკოპი და პლანეტარიუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ახალი ტელესკოპი და პლანეტარიუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის განახლებულ ლაბორატორიებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია ესტუმრნენ.

თსუ-ს მეორე კორპუსში არსებული ფიზიკის დეპარტამენტის სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურულ ერთეულს, სადაც ახალი ტელესკოპი და პლანეტარიუმი განთავსდა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გადაწყვეტილებით, აკადემიკოს ევგენი ხარაძის სახელი მიენიჭა.

ლაბორატორია სრულად განახლებულია: შესრულდა გუმბათის აღდგენითი სამუშაოები, შეძენილ იქნა და დამონტაჟდა ახალი, 175 მმ-ნი დიამეტრის ობიექტივის APM LZOS 175/1400 ტელესკოპი, აგრეთვე, დაინსტალირდა ციფრული პლანეტარიუმი.

თსუ-ის ტელესკოპი და პლანეტარიუმი განკუთვნილია არა მხოლოდ ასტრონომიის, ასტროფიზიკისა და ფიზიკის მიმართულებით სწავლებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის, არამედ, ამ დარგების პოპულარიზაციისთვისაც.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა თსუ-სა და ობსერვატორიის მრავალწლიანი თანამშრომლობის ტრადიციის მნიშვნელობისა და მომავალი პროექტების შესახებ.

ობსერვატორია განსაკუთრებულ მადლობას უხდის თავის თანამშრომლებს - რევაზ ჭანიშვილს, ბიძინა ჩარგეიშვილს, გიორგი ქურხულსა და ვიქტორ მაიერს, თსუ-ს დაკვირვებითი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საქმეში ჩართულობისა და შეტანილი წვლილისთვის.