საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განთავსება

აკადემიკოს გიორგი ჩაგელიშვილის იუბილე

აკადემიკოს გიორგი ჩაგელიშვილის იუბილე

სსიპ - ევგენი ხარაძის ასტროფიზიკური ობსერვატორიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს, აკადემიკოს გიორგი ჩაგელიშვილს ა.წ. 3 დეკემბერს უსრულდება დაბადებიდან 70 წელი. ბატონ გიორგის ფიზიკისა და ასტროფიზიკის მეცნიერებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის გარდა ღვაწლი უძევს ობსერვატორიის საერთაშორისო კავშირების შექმნაში, ახალგაზრდა მეცნიერების აღზრდასა და დაკვალიანებაში. ობსერვატორიის დამოუკიდებელი სტატუსის აღდგენის შემდეგ ბატონი გიორგის უშუალო ძალისხმევითა და თანადგომით მოხდა ორგანიზაციის რესტრუქტურიზაცია და შემუშავდა ობსერვატორიის განვითარების ხედვა, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს არსებული სამეცნიერო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და თანამედროვე აპარატურით განახლება.

ობსერვატორიის ადმინიტრაცია ულოცავს ბატონ გიორგის იუბილეს და უსურვებს მრავალ ნაყოფიერ და ბედნიერ წელს.