მიმდინარეობს საიტის განახლება

აკადემიკოს ევგენი ხარაძის მემორიალური სხდომა

აკადემიკოს ევგენი ხარაძის მემორიალური სხდომა

ამა წლის 31 ოქტომბერს, აკადემიკოს ევგენი ხარაძის დაბადების დღისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსების 85-ე საიუბილეო წლის აღსანიშნავად, ობსერვატორიის თბილისის ოფისში გაიმართება მემორიალური სხდომა.

სხდომა ეძღვნება აკადემიის ყოფილი პრეზიდენტის და აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დამფუძნებლის — აკადემიკოს ევგენი ხარაძის ხსოვნას.

სხდომის პროგრამა:

  • აკად. ევგენი ხარაძის სახელობის ახალგაზრდა მეცნიერის ჯილდოს გადაცემა ასტრონომიასა და ასტროფიზიკაში;
  • ასტრონომიული კალენდრის გამოცემიდან 65 წლის იუბილის აღნიშვნა;
  • აკად. ევგენი ხარაძის წვლილი ქართული ასტრონომიის განვითარებაში; მემორიალური გამოსვლები და თემატური მოხსენებები.