საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განთავსება

2023 წლის 11 აგვისტოს დიალოგის შედეგი

2023 წლის 11 აგვისტოს 16:00 საათზე ობსერვატორიის თბილისის ოფისში (მ. კოსტავას ქ. #47/57, მე-5 სართ.) შედგა ობსერვატორიის წარმომადგენლებისა და დაწესებულების ტერიტორიაზე (დაბა აბასთუმანი, მთა ყანობილი) უცხო პირთა შესვლისა და გადაადგილების დროებითი შეზღუდვით უკმაყოფილო მოქალაქეთა ჯგუფის დასკვნითი შეხვედრა.

ობსერვატორია წარმოდგენილი იყო 4 პირის შემადგენლობით, რომელსაც ხელმძღვანელობდა დირექტორის მოადგილე, ბ. ჩარგეიშვილი.

მოქალაქეთა უკმაყოფილო ჯგუფი წარმოდგენილი იყო 5 პირის შემადგენლობით: ნ. ჩერქეზიშვილი, მ. ბოლქვაძე, თ. ჭანტურია, თ. შველიძე, ნ. ჭიჭინაძე.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი, ბ-ნი ზურაბ ხუციშვილი.

ობსერვატორიამ შეხვედრაში მონაწილე პირებს გააცნო მათ მიერ წარმოდგენილი (02.08.2023 წ.) განცხადების განხილვის შედეგი, კერძოდ, „სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ობსერვატორიაში შესვლისა და გადაადგილების თავისებურებების შესახებ„ ობსერვატორიის დირექტორის 2023 წლის 10 მაისის #01-01/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დირექტორის ბრძანება (პროექტი). პროექტის თანახმად, ობსერვატორიის ყოფილ თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, საშუალება ეძლევათ გარკვეული პროცედურების დაცვით შევიდნენ და გადაადგილდნენ ობსერვატორიის ტერიტორიაზე (დაბა აბასთუმანი, მთა ყანობილი) მათთვის სასურველი დროით.

დასკვნითი შეხვედრა დასრულდა მხარეთა შეთანხმებით. მოქალაქეებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ობსერვატორიას მადლობა გადაუხადეს დიალოგით მიღწეული შედეგისთვის.

საბოლოოდ, ობსერვატორიის დირექტორის გადაწყვეტილება გაფორმდა „სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ობსერვატორიაში შესვლისა და გადაადგილების თავისებურებების შესახებ„ ობსერვატორიის დირექტორის 2023 წლის 10 მაისის #01-01/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ #01-01/06 ბრძანების (11.08.2023 წ.) სახით.

დაინტერესებულმა პირებმა, რომლებზეც ვრცელდება აღნიშნული წესი, ობსერვატორიას შეუძლია მიმართონ წერილობითი განცხადებით, რომლის განხილვის ვადად განისაზღვრა 3 კალენდარული დღე.