მიმდინარეობს საიტის განახლება

თბილისის „მწვანე სკოლის“ მოსწავლეები ობსერვატორიაში

თბილისის „მწვანე სკოლის“ მოსწავლეები ობსერვატორიაში

2025 წლის 8 ოქტომბერს ობსერვატორიის თბილისის ოფისს ეწვივნენ „მწვანე სკოლის“ V კლასის მოსწავლეები და მათი მასწავლებლები.

მოსწავლეებს უმასპინძლა გამოცდილმა ასტრონომმა გიორგი ჯავახიშვილმა, რომელმაც ახალგაზრდებს სახალისო და ინტერაქტიული ფორმატით გააცნო ასტრონომიის ძირითადი პრინციპები და ცის საინტერესო ობიექტები. მოსწავლეებმა მოისმინეს საინტერესო ისტორიები ცნობილი მეცნიერების ცხოვრებიდან. შეხვედრას თან ახლდა შესაბამისი ფოტო-ვიდეო მასალაც, რამაც ღონისძიება კიდევ უფრო თვალსაჩინო და ემოციური გახადა.

ღონისძიების ბოლოს, მოსწავლეებმა დაათვალიერეს ობსერვატორიის მეტეორიტებისა და ტექტიტების კოლექცია, რაც მათ განსაკუთრებულ შთაბეჭდილებად დარჩათ.

ვიზიტის მიზანი იყო ახალგაზრდებში სამყაროს შემეცნების სურვილის გაღვივება და ასტრონომიის, როგორც მეცნიერების, პოპულარიზაცია. მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოავლინეს და აქტიურად ჩაერთნენ შემოთავაზებულ აქტივობებში, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მსგავსი საგანმანათლებლო ინიციატივების მნიშვნელობას.