მიმდინარეობს საიტის განახლება

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გასვლითი სხდომა ობსერვატორიაში

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გასვლითი სხდომა ობსერვატორიაში

2025 წლის 17 სექტემბერს ობსერვატორიამ უმასპინძლა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გასვლით სხდომას. სხდომის დღის წესრიგის მთავარ საკითხს წარმოადგენდა მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებისა და არსებული გამოწვევების ხედვის ჩამოყალიბება.

სხდომაზე მოხსენებები წარადგინეს საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, თეიმურაზ დოჭვირმა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიების გადაცემის მენეჯერმა, თინათინ ჯაჭვაძემ.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ლაშხის განცხადებით, კომიტეტის პრიორიტეტს მეცნიერების ხელშეწყობა და განვითარება წარმოადგენს.

სხდომას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლების და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები.