მიმდინარეობს საიტის განახლება

ევგენი ხარაძის სახელობის პრემია ფიზიკასა და ასტროფიზიკაში

ევგენი ხარაძის სახელობის პრემია ფიზიკასა და ასტროფიზიკაში

სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აცხადებს კონკურსს, აკადემიის დაარსებიდან 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდა და წარმატებულ მეცნიერთათვის საქართველოს მეცნი­ერე­ბათა ეროვნული აკადემიის ევგენი ხარაძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად ფიზიკისა და ასტროფიზიკის დარგში.

საკონკურსო დოკუმენტაცია:

ა) დასაბუთებული წარდგინება, რომელიც შეიცავს კანდიდატის სამეცნიერო მიღწევების დახასიათებას;

ბ) მონაცემები კანდიდატის შესახებ (საანკეტო მონაცემები CV);

გ) დოქტორის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი (ასლი);

დ) ძირითადი სამეცნიერო ნაშრომები (მონოგრაფია, სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული შრომა ან შრომათა ციკლი);

ე) საერთაშორისო და ეროვნულ საგრანტო პროექტებში მონაწილეობის დამადას­ტურებელი ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში);

ვ) საერთაშორისო და ეროვნულ კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში);

ზ) სტიპენდიების დამადასტურებელი ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში);

თ) საკონკურსოდ წარმოდგენილი დოკუმენტების ელექტრონული ვერსია.

საბუთები მიიღება 2026 წლის 15 აპრილის ჩათვლით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში.

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: http://science.org.ge/?p=21287