საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განთავსება

შორეული კომეტის შემოჭრა მზის სისტემის გულში

შორეული კომეტის შემოჭრა მზის სისტემის გულში

მსოფლიოს ასტრონომიული საზოგადოებრიობის ყურადღება მიპყრობილია მნიშვნელოვანი მოვლენისკენ - 5 წლის წინ აღმოჩენილი კომეტა C/2017K2 (ცნობილია სახელწოდებითაცრეკორდსმენი“) მიმდინარე წლის 14 ივლისს დედამიწასთან უმცირეს შესაძლო მანძილზე გაივლის და ისევ კოსმოსის სიღრმეებისკენ გაეშურება. აღმოჩენის მომენტში კომეტა დედამიწიდან 16 ასტრონომიული ერთეულის (..) ტოლ მანძილზე , ანუ მზესთან შედარებით 16-ჯერ შორს იყო, ჯერ კიდევ სატურნის ორბიტის მიღმა, ამასთან მოემართებოდა მზე-დედამიწის მიმართულებით. მისი დანაკვირვები ორბიტის შესწავლამ გამოარკვია, რომ ამ კომეტის ორბიტა ჰიპერბოლურია, ანუ იგი მზის სისტემის შემადგენელი სხეული არაა. კომეტების უმრავლესობისგან განსხვავებით, რომლებიც მზის ირგვლივ მოძრაობენ ელიფსურ ორბიტებზე და ამიტომ მზისადმი უახლოეს წერტილში (პერიჰელიუმში) ყოველი გავლისას შეიძლება გამოჩნდნენ დედამიწიდან, ეს ახალი კომეტა მზისა და დედამიწის სიახლოვეს მხოლოდ ერთხელ გაივლის და აღარასოდეს დაბრუნდება.

ცხადია, დედამიწის მოსახლეობას პირველ რიგში ის აინტერესებდა, რამდენად ახლოს მოვიდოდაახალიკომეტა დედამიწასთან, შეუქმნიდა თუ არა მას რაიმე საფრთხეს, და ხომ არ იყო შესაძლებელი თუნდაც დედამიწასთან მისი შეჯახება. 10 კმ-მდე ზომის ციური სხეულების შეჯახებები ჩვენს პლანეტასთან არაერთხელ მომხდარა და სავალალოდაც დასრულებულა: გავიხსენოთ თუნდაც 66 მლნ წლის წინათ დინოზავრების ამოწყვეტა ერთ-ერთი მცირე ცთომილის დედამიწაზევარდნისგამო, რასაც უზარმაზარი კრატერის წარმოქმნა და გლობალური კლიმატური კატასტროფა მოჰყვა. აჟიოტაჟი ამ კომეტის გამო ჯერაც გრძელდება, რადგან გამოცხადებულიდედამიწასთან მოახლოებარიგით მკითხველს ჩვეულებრივი, „საყოფაცხოვრებოაზრით ესმის. ასტრონომები კი ამ ტერმინში გულისხმობენ კოლოსალურ მასშტაბებთან შედარებით მცირე მანძილებს, რომლებიც რეალურად შესაძლოა მრავალ ათასჯერ აღემატებოდნენ თუნდაც დედამიწიდან მთვარემდე მანძილს ( 384 000 კმ-). ასეა ახალი კომეტის შემთხვევაშიც: დედამიწასთან უახლოეს წერტილშიც კი იგი ჩვენგან იმაზე უფრო შორს იქნება, ვიდრე მზე და მარსი არიან, კერძოდ, დაახლოებით 270 მლნ კმ-ზე. ამას გარდა, დიდი სიშორის გამო მისი სიკაშკაშე უმკრთალესი ვარსკვლავებისაზე მცირე იქნება, ანუ შეუიარაღებელი თვალით მას ვერავინ შეამჩნევს, .. ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ამ კომეტის მაქსიმალური მოახლოებისას ისეთივე დარჩება, როგორც ამჟამადაა. კომეტას მხოლოდ ტელესკოპით შეამჩნევენ. ბევრად უფრო მჭიდრო მოახლოებისას კი სულ სხვა სურათი გვექნებოდა, რადგან ეს კომეტა შთამბეჭდავი ზომებისაა: მას ორი ევერესტის ტოლ სხეულად მიიჩნევენ. მისი ბირთვის ზომა კანადა-საფრანგეთ-ჰავაის ტელესკოპის მონაცემებით 30-დან 160-მდე კმ-ის ფარგლებშია, სახელგანთქმული ჰაბლის კოსმოსური ტელკესკოპით დაკვირვებათა თანახმად კი 18 კმ- უახლოვდება.

მოკლედ კომეტებზე. ესაა მზის სისტემის შემადგენელი ყინულოვანი ბირთვები, რომლებიც მზეს გარემოექცევიან მისი გრავიტაციული ძალის გავლენით ძალიან წაგრძელებულ ელიფსურ ორბიტებზე. მზესთან 4 – 5 .. მანძილებზე მოახლოებისას მზის გამოსხივების ზემოქმედებით ისინი თბებიან, გამოყოფენ მტვერსა და გაზს, ანუ იქმნება კომეტის ატმოსფერო. მზის სინათლის წნევისა და მზიდანვე უწყვეტლივ გამომდინარე მზისიერი ქარის (მატერიალური ნაწილაკების) ზემოქმედებით კი კომეტის შემადგენელი ნივთიერების ნაწილი გაიტყორცნება მზის საპირისპირო მხარეს .. კომეტების კუდების სახით, რომლებსაც შეიძლება ათეულ მილიონობით კმ ზომა ჰქონდეთ. ამ გაგებით კომეტები მზის სისტემის უდიდესი სხეულებია (ზოგი კომეტის თავიც კი შეიძლება მზეზე დიდი იყოს, ანუ რამდენიმე ათასჯერ აღემატებოდეს დედამიწას ). საბოლოო ანგარიშით კომეტა კარგავს კუდებში მოქცეულ ნივთიერებას და მზესთან რამდენიმე ასეულჯერ ჩავლის მერე შეიძლებაამოიწუროსანუ მისგან მცირე ზომის ბირთვიღა დარჩეს.

კომეტათა გამოჩენა ჩვ. .-მდეა დაფიქსირებული. შესწავლილია მრავალი კომეტა. ჯერ კიდევ პორტერის კატალოგში 1961 -მდე დაფიქსირებული 566 კომეტაა, რომელთაგან 94 მოკლეპერიოდიანია (მზისადმი გარშემოვლას 200 წელზე ნაკლებ ხანს უნდებიან), 117 გრძელპერიოდიანი ( 200 წელზე მეტი; მაგალითად, 1961 წელს შემჩნეული იკეია- სეკის კომეტის ორბიტული პერიოდი 874 წელია), 355 კომეტა კი პარაბოლურ ან ჰიპერბოლურ ორბიტებზე გარემოიქცევა, ანუ ისინი ჩვენთან აღარასდროს დაბრუნდებიან. თუმცა ასტრონომები ფიქრობენ, რომპარაბოლურიკომეტები სინამდვილეში ძალზე გაწელილ ორბიტებზე მოძრაობენ, „ჰიპერბოლურებმაკი დიდი სიჩქარეები მხოლოდ დიდმასიან პლანეტებთან მიახლოებისას შეიძინეს მათგან მიზიდვის წყალობით, ანუ მანამდე ისინიც ელიფსებზე გარემოიქცეოდნენ. ეს კი ნიშნავს, რომ წარმოშობის მომენტიდან ყველა კომეტა მზის სისტემის ფარგლებში მოძრაობდა. შეგახსენებთ, რომ მზის სისტემიდან გაქცევისათვის ციურმა სხეულმა .. პარაბოლურზე მეტი სიჩქარე უნდა შეიძინოს. მაგალითად, დედამიწისთვის ეს იქნებოდა 42 კმ/წმ (ამჟამად ჩვენი პლანეტა მზის ირგვლივ საშუალოდ 30 კმ/წმ სიჩქარით მოიქცევა, რაც .. წრიული სიჩქარის ახლოსაა).

ბევრ კომეტას ზემონახსენებზე ბევრად დიდი პერიოდები აქვს. მაგალითად, .. დელავანის კომეტას მზის მიმართ ერთი სრული შემოვლისთვის 23 მლნ წელი ესაჭიროება.

არსებობს კომეტების წარმოშობის ორი ჰიპოთეზა: რუს ასტრონომს . ვსეხსვიატსკის აზრით ისინი გამოიფრქვევიან გიგანტი პლანეტების წიაღებიდან ვულკანური აქტივობისას, ჰოლანდიელი . ოორტის მიხედვით კი კომეტები წარმოიქმნებიან მზის სისტემის შექმნის საწყის ეტაპზე დარჩენილი დიდი კოსმოსური ღრუბლიდან (შემდგომში მას ოორტის ღრუბელი უწოდეს), რომელიც მზის ირგვლივაა განლაგებული ჩვენგან თითქმის 150 000 .. მანძილებამდე. მზისკენ მოძრაობას კი ახალწარმოქმნილი კომეტები იწყებენ ამ ღრუბელთა ახლოს მყოფი ვარსკვლავების გრავიტაციის ზემოქმედებით. ფიქრობენ, რომ 2015 წელს აღმოჩენილი კომეტაც ამ ღრუბელშია წარმოქმნილი, ხოლო ჩვენკენ მოძრაობა კი მან დაახლოებით 3 მლნ წლის წინ დაიწყო.

ახლა ზოგი მონაცემიახალიკომეტის შესახებ. სპეციალისტთა ინფორმაციით, ამჟამად იგი გველისმჭერის თანავარსკვლავედშია (ზოდიაქოს მე-13 ეტლი!), მისი ალფა, ბეტა, ეტა, ძიტა და კაპა ვარსკვლავებით შედგენილი ხუთკუთხედისცენტრისქვემოთ. დედამიწიდან მისი დაშორება 270 მლნ კმ- აღემატება (მისი სინათლე 15 წუთს უნდება ჩვენამდე მოღწევს!), მისი ხილული ვარსკვლავიერი სიდიდე კი 11- უდრის. შეგახსენებთ, რომ უბრალო თვალი ამჩნევ მხოლოდ იმ მნათობებს, რომელთა სიკაშკაშე მეექვსე სიდიდეზე ნაკლები არაა. ხოლო 5 სიდიდით ჭარბობა გამოსხივების 100-ჯერ სიმცირეს ნიშნავს საჭირო ზღვრულ ნათებასთან შედარებით. კომეტა ცის სამხრეთ ნახევარსფეროშია, ცის ეკვატორის სიახლოვეს. 14 ივლისს მისი პირდაპირი აღვლენა იქნება 16 სთ 57 წთ 06 წმ, დახრილობა - -3 გრად. 33 მინ. 10 სეკ., ხილული ვარსკვლავიერი სიდიდე კი 0,99. დედამიწამდე მისი მანძილი იქნება 270 459 367 კმ. მისი დაკვირვება შესაძლებელი იქნება ისეთი ტელესკოპებით, რომელთა ობიექტივის დიამეტრები 15 სმ-ზე ნაკლები არაა

წლის ბოლოს კი, 19 დეკემბერს, კომეტა მიაღწევს პერიჰელიუმს, ანუ გაივლის მზესთან უახლოეს წერტილს და დაიწყებს მზიდან სამუდამო დაშორებას. დედამიწიდან მისი მანძილის ზრდა კი, დედამიწის მზისირგვლივი მოძრაობის გამო, ერთგვარი ტალღისებური ფორმის იქნება.

დასასრულ, აღვნიშნავთ, რომ აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია კომეტებზე დაკვირვებებს და, საზოგადოდ, ამ სხეულთა შესწავლას მუდამ ჯეროვან ადგილს უთმობდა.

შალვა საბაშვილი