საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განთავსება

საჯარო მოწვევა დიალოგზე

2023 წლის 10 მაისიდან ობსერვატორიის ტერიტორიაზე (დაბა აბასთუმანი, მთა ყანობილი) უცხო პირთა შესვლისა და გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი სხვადახვა ფორმით გამოთქვამს ღია უკმაყოფილებას. მიუხედავად იმისა, რომ ობსერვატორია სხვადასხვა ფორმატში ამ პირებთან აწარმოებს კომუნიკაციას, საბოლოო ჯამში აღნიშნული არ არის ეფექტიანი და ვერ წყვეტს წარმოშობილ პრობლემას. ამიტომაც, ობსერვატორია საჯაროდ აცხადებს მზაობას და იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად, ვინც თვლის, რომ მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები ირღვევა „სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ობსერვატორიაში შესვლისა და გადაადგილების თავისებურებების შესახებ„ ობსერვატორიის დირექტორის 2023 წლის 10 მაისის #01-01/04 ბრძანებით.

დიალოგის მიზანია დაინტერესებულმა პირებმა ცივილური ფორმით, დიალოგის ფორმატში განაგრძონ უშუალო კომუნიკაცია ობსერვატორიასთან და მიაღწიონ კონსენსუსს ობსერვატორიის ტერიტორიაზე (მთა ყანობილი) შესვლისა და გადაადგილების საკითხში ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით საჯარო და კერძო ინტერესების უზრუნველსაყოფად.

მოლაპარაკებების ადმინისტრირების მიზნით, ობსერვატორია გამოყოფს 3 უფლებამოსილ პირს (თანამშრომელს) და დაინტერესებულ პირებსაც სთხოვს გამოყონ ამავე რაოდენობის თავიანთი წარმომადგენლები.

შეხვედრა შედგება 2023 წლის 25 ივლისს, 12:00 საათზე. მის.: ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ. #47/57, მე-5 სართული.

შეხვედრაში მონაწილე წარმომადგენლების ვინაობა, გთხოვთ, გვაცნობოთ ობსერვატორიის ელ-ფოსტით: info@abao.ge.

საკონტაქტო პირი: ბიძინა ჩარგეიშვილი, მობ.: 598 99 75 01