აკადემიკოს ევგენი ხარაძის სახელობის ჯილდო 2026
- 2 ნოემბერი 2026
საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2026 წელს აკადემიკოს ევგენი ხარაძის სახელობის ახალგაზრდა მეცნიერის ჯილდო ასტრონომიასა და ასტროფიზიკაში გადაეცა მარიამ ქავთარაძეს ნაშრომისთვის „მაგნიტოჰიდროდინამიკური ტურბულენტობის დაბალანსება წანაცვლებით დინებებში.“ გამარჯვებულს გადაეცა ფულადი ჯილდო, დიპლომი და მედალი.
ობსერვატორიის ადმინისტრაცია ულოცავს მარიამს ამ გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს!





