საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განთავსება

ბატონ გურამ სალუქვაძეს 90 წელი შეუსრულდა

ბატონ გურამ სალუქვაძეს 90 წელი შეუსრულდა

საქართველოს ე. ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის ღვაწლმოსილ მეცნიერს, ფიზიკა-მთემატიკის მეცნიერებათა დოქტორს,

ბატონ გურამ სალუქვაძეს 90 წელი შეუსრულდა

გურამ სალუქვაძემ 1954 წელს დაამთავრა თსუ ფიზიკის ფაკულტეტი და იმ დროიდან დღემდე მუშაობს საქართველოს ე. ხარაძის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში (მათ შორის წლების განმავლობაში ის იყო დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში).

გურამ სალუქვაძე არის ასტრონომი დამკვირვებელი. მას შესწავლილი აქვს ვარსკვლავთა ევოლუციასთან დაკავშირებული ობიექტები - ტრაპეციის ტიპის ჯერადი სისტემები, გალაქტიკური გროვების ფოტომეტრია და სტრუქტურა, აგრეთვე კომეტებისა და მცირე პლანეტების ფიზიკური მახასიათებლები. ის წარმატებით აკვირდებოდა მზის სრულ დაბნელებებს დასავლეთ ციმბირში, ჩუკოტკაზე, მავრიტანიასა დათურქეთში.

გურამ სალუქვაძეს გამოკვლეული აქვს მთა ყანობილზე ასტროკლიმატი, ობსერვატორიის ტელესკოპების ოპტიკური და ასტრომეტრიული მახასიათებლები და კოშკის გუმბათის გავლენა ვარსკვლავთ გამონასახების ხარისხზე. როგორც ობსერვატორიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ის აგრეთვე მონაწილეობდა ობსერვატორიის აღჭურვაში.

გურამ სალუქვაძე არის მონოგრაფიის „ტრაპეციის ტიპის სისტემების კვლევა და ვარსკვლავთა ევოლუცია“ (2015) და 100-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი, რომელთა დიდი ნაწილი გამოქვეყნებულია საერთაშორიო გამოცემებში. ის აგრეთვე არის ათეულობით სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომის ავტორი, მათ შორის საქართველოში ასტრონომიული საზოგადოების ისტორიის სფეროში.

გურამ სალუქვაძე დღემდე არის სომხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალის „Astrophysics“ რედკოლეგიის წევრი.

ვულოცავთ ბატონ გურამს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას!